Saturday, July 18, 2015

მეცხრე ღის რეფლექსია
დღევანდელი დღე  ჩემთვის ძალზედ მნიშვნელობანი გამოდგა,რადგან მოხდა ჩემს მიერ პროექტის შემაჯამებელი წარდგინება.
  კურსისმეშვეობით მიღებული ახალი ცოდნის ყველა დეტალი  საჭირო და გამოსადეგია პროექტზე მუშაობისას.განსაკუთრებით მომეწონა  ძიებისა და ჩასმის გამარტივებული ხერხები, რაც მოსწავლეებს  დაეხმარება  ნებისმიერი პრეზენტაციის დამუშავების დროს.
 დძალიან მომეწონა  ჩვენი ტრენერის ქალბატონ თამარ ლოსაბერიძის მიდგომები თითოეულ მსმენელთან, იყო უაღრესად უშუალო, მომთმენი და დაუზარელი, მადლობა მას ასეთი გაკვეთილებისათვის.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



Tuesday, July 14, 2015

მერვე დღის რეფლექსია:
პროექტის გეგმის შაბლონი შევავსეთ,შევიტანეთ პროექტის მსვლელობა სადაც დავგეგმეთ არაქართულენოვან მოსწავლეთათვის დიფერენცირებული სწავლების მეთოდები .გადავიტანე ჩემი პორტფოლიო ბლოგზე და გამოვაქვეყნე.

Saturday, July 11, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
1. მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვახდინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება
2.შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი-გავწერე სასწავლო პროცედურები და გავითვალისწინებ დიფერენცირებული მიდგომებს სწავლის პროცესში.
3.დავფიქრდი,რამდენი რამ უნდა გავითვალისწინო მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო  პროცესში,რომ დავგეგმოთ მისი წარმატებები

Sunday, July 5, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია
 1. ვისწავლეთ ეფექტური პრეზენტაციის მომზადება
2. ბლოგზე გამოქვეყნება.
3.გავეცანით საავტორო უფლებებს ;
4.განსაკუთრებით სახალისო იყოპროექტის შესაბამისი სურათების შერჩევა,გადმოწერა და ბლოგზე ატვირთვა.
5.შევისწავლეთ ვიდეოს გაზიარება ბლოგზე

მცირე შესვენება სწავლების დროს :)

თბილისის სასწავლო რაზმი. პირველი დღე. 19.04.2015 წ

NATIONAL ANTHEM OF GEORGIA საქართველოს ჰიმნი

პროექტის თემის პრეზენტაცია



Sunday, June 28, 2015

მესამე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებზე, შევარჩიეთ  საპროექტო თემის  გარ-შემო ზოგადი,თმატური და შინაარსობრივი  კითხვები.
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან შევისწავლეთ თუ როგორ  დავრეგისტრირდე ბლოგერზე. ამავე დროს  დავიწყე პროექტზე  მუშაობა,სადაც პროექტის სათაურის  დაკონკრეტება  შევძელი, ასევე  შევეხე  პრობლემას..
 გავეცანი პროექტის მოთხოვნებს,რომელიც სწავლების გაუმჯებესებაზეა ორიენტირებული.

Saturday, June 27, 2015

                                       პირველი დღის  რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს. პროექტები,სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ,სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან,პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს,მათ შორისაა:
.პრობლემის გადაჭრა
.გადაწყვეტილების მიღება
.გამოძიების
.დოკუმენტირების
პროექტები ემსახურება კონკრეტულ მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს,რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს  ცხოვრებისეულ მიზნებთან.